მირა | Mira.ge

შესვლა

გთხოვთ შეავსოთ ყველა ველი

მომხმარებელი ან/და პაროლი არასწორია

დაგავიწყდა პაროლი?

პაროლის აღდგენა

გთხოვთ შეავსოთ ყველა ველი

არასწორი იმეილის ფორმატი

მომხმარებელი ან/და იმეილი არასწორია

შესვლა

ახალი პაროლი გამოიგზავნება თქვენს იმეილზე.

ავტორიზაციის შემდგომ გთხოვთ შეცვალოთ პაროლი.

 

 

Carrier მსოფლიო ლიდერი გათბობა-კონდიცირებისა და გაგრილების სფეროში

 

Carrier ესაა მსოფლიო ლიდერი ბრენდი გათბობა-კონდიცირების და გაგრილების სისტემების წარმოებაში. უახლესი ტექნოლოგიები, მუდამ სიახლის ძიება, მომხმარებლის საჭიროებების ზედმიწევნით ზუსტად აღქმა Carrier-ს დარგში ლიდერის პოზიციებს უნარჩუნებს უკვე საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში.

 

გამოგონება რომელმაც მსოფლიო შეცვალა

1902 წელს უილის ქერიერმა შექმნა ჰაერის კონდიცირების სისტემა, რომელიც თანამედროვე სისტემების პირველ პროტოტიპად ითვლება. მისმა გამოგონებამ სამუდამოდ შეცვალა გარემო სადაც ვმუშაობთ და ვცხოვრობთ, ხელი შეუწყო სამუშაოზე პროდუქტიუობის ამაღლებას გლობალურ დონეზე, უდიდესი წვლილი შეიტანა ჯანდაცვის სფეროში და პირადი კომფორტის შექმნის კუთხით.

დღეს ქერიერის გამოგონებები ყოველი ფეხის ნაბიჯზე გვხვდება; ქერიერის დახმარებით ჩვენ შევძელით შეგვექმნა კომფორტული და პროდუქტიული სივრცეები გარემო კლიმატის მიუხედავად. მსოფლიოში საკვების გადანაწილების პრობლებაც ქერიერის გაგრილების სისტემების წყალობით წყდება. მედიკამენტების მიწოდება აუცილებელი მიკრო კლიმატის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ქერიერის გარეშე. ეს მხოლოდ მცირედი ჩამონათვალია იმისა, თუ როგორ მოახდინა ერთმა ადამიანმა მსოფლიოს განვითრებაზე თავისი კვალის დატყობა.

 

 

კომპანიის ისტორიის დასაწყისიდან , Carrier დარგის ლიდერია, როგორც ინოვაციების, ისე გარემოზე ზრუნვის კუთხით. 1994 წლიდან Carrier ლიდერია ოზონის შრეზე მოქმედი გაგრილების სისტემების ჩანაცვლების მიმართულებით. ამ პერიოდში კომპანიამ ბაზარზე წარადგინა მსოფლიოში ყველაზე ენერგო ეფექტური გათბობის, ჰაერის კონდიცირებისა და გაგრილების სისტემები. გარემოზე ზრუნვა Carrier-ის მთავარი ღირებულებაა. Carrier კარგად აცნობიერებს იმ ოქროს შუალედის დაცვის აუცილებლობას, რასაც ქვია ბალანსი დღევანდელ კომფორტსა და იმ გარემოს შორის, რომელშიც ხვალ უნდა ვიცხოვროთ.

Carrier ყველგან

ჩამოთვლა იმ ობიექტების, სადაც Carrier-ის პროდუქტები  იდეალურ მიკრო კლიმატს ქმნიან, ძალიან შორს წაგვიყვანს. მაგრამ არის ერთი გამორჩეული, რომლითაც კომპანიაში ყველაზე მეტად ამაყობენ. ესაა ვატიკანში მდებარე სიქსტეს კაპელა. ვისთვის უნდა ენდოთ მიქელანჯელოს  შედევრი, თუ არა Carrier-ის უახლესი ტექნოლოგიებისთვის.